+995 322 232 232

კლინიკა ინოვა

ინოვა მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც თბილისში 2015 წლის ოქტომბრიდან გაიხსნა და პაციენტებს კომფორტულ  სივრცესა და მაღალ პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს.  ინოვა დაფუძნდა  წამყვანი ექიმებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების თანაპარტნიორობის შედეგად.

კლინიკაში ფუნქციონირებს მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრი, 8 საოპერაციო ბლოკი, 30 ადგილიანი რეანიმაცია, 70 ადგილიანი სტაციონარი. 
ინოვა აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე სტანდარტების აპარატურით.

ინოვაში გაერთიანდნენ  ექიმები ნეიროქირურგიის, ორთოპედია-ტრავმატოლოგიის, გინეკოლოგიის, ზოგადი და პლასტიკური ქირურგიის, ბარიატრიის, კარდიოლოგიის, ნევროლოგიის, ანგიოლოგიის, რეპროდუქტოლოგიის,  მამოლოგიის, ენდოკრინოლოგიის მიმართულებით. კლინიკაში ფუნქციონირებს რადიოლოგიური სამსახური, კომპიუტერული ტომოგრაფია,ჰორმონული ლაბორატორია, რენტგენი, ულტრაბგერითი და DXA-დენსიტომეტრიის დიაგნოსტიკის აპარატები .

2016 წლის ივლისში ინოვაში, ესპანურ კლინიკათა ქსელ IVI-სთან პარტნიორობით გაიხსნა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ინვიტრო განაყოფიერების კლინიკა ინოვა ინვიტრო, ქეთევან ოსიძის ხელმძღვანელობით.

კლინიკა წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საქართველოში სამედიცინო სერვისების განვითარებისთვის, აქ ტარდება ოპერაციები როგორც ქართველი, ასევე  უცხოეთიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტების მიერ.  ინოვაში ასევე იმართება დარგობრივი კონფერენციები, სადაც ხდება საოპერაციოდან პირდაპირი ჩართვების - live surgery-ის - უზრუნველყოფა.

კონტაქტი:

თბილისი, ზ.ანჯაფარიძის I შეს. N6
ტელ: +995 322 232 232


ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
მიღებაზე ჩაწერა: (+995 32) 2 232 232