ენდოპროტეზირების ორმაგი მობილობის თანამედროვე მიდგომები

„ინოვას“ ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის განყოფილებაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა სენტ-ეტიენის უნივერსიტეტის ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ჰოსპიტალის ხელმძღვანელი, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ორთოპედ-ტრავმატოლოგი ფრედერიკ ფარიზონი, რომელმაც „ინოვას“ ორთოპედიული განყოფიების ხელმძღვანელთან, ბატონ რამაზ აღლემაშვილთან ერთად, მსოფლიოში ერთ-ერთი უახლესი მოდიფიკაციის - ორმაგი მობილობის იმპლანტის გამოყენებით გააკეთა ენდოპროტეზირებისა და რეენდოპროტეზირების ოპერაციები და პაციენტებისთვის ჩაატარა კონსულტაციები;
პროფესორმა ფარიზონიმ მონაწილეობა მიიღო „ინოვას“ ორთოპედიული განყოფილების მიერ მოწყობილ კონფერენციაში, რომლის თემაც იყო „ენდოპროტეზირების ორმაგი მობილობის თანამედროვე მიდგომები“, სადაც წაიკითხა მოხსენება თემაზე - „ორმაგი მობილობა - შექმნის ისტორია და პრაქტიკაში გამოყენება პირადი მაგალითების საფუძველზე“.