+995 322 232 232

ინოვაში ღეროვანი უჯრედების გადანერგვით ნერვული სისტემის დაავადებებს მკურნალობენ

Cover Image
ინოვაში აუტოგენური ძვლის ტვინის მონონუკლეარული უჯრედების ტრანსპლანტაციით (ღეროვანი უჯრედების გადანერგვის მეთოდით) ნერვული სისტემის დაავადების მქონე პაციენტებს მკურნალობენ.
ღეროვანი უჯრედების გადანერგვის მეთოდი ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების, პარკინსონიზმის და გაფანტული სკლეროზის დროს გამოიყენება.

პაციენტის ძვლის ტვინისგან ლაბორატორიული დამუშავებით მზადდება ღეროვანი უჯრედები, რომელიც თავ-ზურგის ტვინის სითხეში ინტრათეკალურად (პუნქციით) შეყავთ. უჯრედები მიგრირებენ ორგანიზმში და ჩაანაცვლებენ ზურგის ან თავის ტვინის დაზიანებულ უბნებს. პაციენტების უმრავლესობასთან ფიქსირდება სენსო-მოტორული და ავტონომიური ფუნქციების გაუმჯობესება.

აუტოგენური ძვლის ტვინის მონონუკლეარული უჯრედების ტრანსპლანტაციის ოპერაციას ძირითადად ექიმები გოჩა და კოტე ჩუტკერაშვილები ატარებენ.

http://fortuna.ge/inovashi-gherovani-ujredebis-gadanergvit-nervuli-sistemis-daavadebebs-mkurnaloben/


კონტაქტი:

თბილისი, ზ.ანჯაფარიძის I შეს. N6
ტელ: +995 322 232 232


ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
მიღებაზე ჩაწერა: (+995 32) 2 232 232