+995 322 232 232

კვება, საკვების უსაფრთხოება & სიმსივნის მკურნალობა

Cover Image

პაციენტი, რომელსაც სიმსივნე აქვს და ქიმიოთერაპიის კურსს იტარებს, განსაკუთრებულ რისკ ჯგუფს მიეკუთვნება და მისთვის მეტად საყურადღებოა კვებითი რეჟიმის დაცვა. იგი მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, მიიღოს ჯანსაღი და თერმულად დამუშავებული საკვები, რთა არ გამოიწვიოს საკვებით მოწამვლა.

რა არის საკვებით მოწამვლა?

საკვებით მოწამვლა ვითარდება მაშინ, როცა ის დიდი რაოდენობით შეიცავს პათოგენებს -  ბაქტერიას, პარაზიტს, ვირუსს ან ტოქსინებს. მოწამვლა შესაძლოა გამოიხატოს მწვავე ფორმით. ზოგ შემთხვევაში კი ლეტალური შედეგითაც  დასრულდეს. განსაკუთრებით, თუ ადამიანს დასუსტებული იმუნური სტატუსი აქვს (სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობაზე მყოფი პიროვნებები).

რა იწვევს საკვებით მოწამვლას?

მოწამვლის მიზეზი ხშირად ხდება უმი, თერმულად დაუმუშავებელი საკვები. მომზადების წინ საკვების საფუძვლიანი გარეცხვა მოაცილებს ბაქტერიებს; სწორად დამუშავება კი გაანადგურებს მათ. სწორად დამუშავებულ საკვებშიც შეიძლება გამრავლდეს ბაქტერიები, თუკი დიდი ხნის მანძილზე არ შეინახავთ მაცივარში. თუმცა ზოგ ბაქტერიას საკვების მაცივარში ყოფნის დროსაც შეუძლია გამრავლება, მითუმეტეს, თუ ის დიდი ხნის განმავლობაში ინახება.

რა არის მოწამვლის სიმპტომები?

მოწამვლის სიმტომები განსხვავდება პათოგენების მიხედვით. ძირითადად ვითარდება დიარეა, კუჭის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და სიცხე. ზოგიერთ ადამიანში ვლინდება თავისა და კუნთების ტკივილი. სიმპტომები ვითარდება დაბინძურებული საკვების მიღებიდან რამდენიმე საათში, ზოგჯერ 10 ან მეტი დღის შემდეგ.

როგორ შეიძლება მოწამვლის პრევენცია?

სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობაზე მყოფი პაციენტებისთვის მოწამვლამ შეიძლება იქონიოს მწვავე ხასიათი, ამიტომ სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადასხმები და ანტიბიოტიკები.

რითი შეიძლება ვიკვებოთ მკურნალობის პერიოდში?

შეიძლება:  კარგად გასუფთავებული ხილი და ბოსტნეული.  კარგად გადადუღებული რძე.  პასტერიზებული ყველი, ხაჭო, ნადუღი, არაჟანი.   ყავა - დღეში 1-ჯერ.  ოდნავ შეფერილი  ჩაი. მოხარშული საქონლის, ხბოს ხორცი, გულ-ღვიძლი, ქათამი და თევზი, მათგან მომზადებული წვნიანი.

იკვებეთ მცირე ულუფებით, დღეში 4-5 ჯერ.  

მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე - დღეში 2-3 ლიტრი  წყალი, ან 1.5-2 ლიტრი  გაზგასული „ბორჯომი“,“ ნაბეღლავი“, კომპოტი...

არ შეიძლება: მჟავე, მწარე, ცხარე, შემწვარი, ცხიმიანი საკვები, ძეხვეული, კონსერვირებული და დამარინადებული საკვები.  თერმულად დაუმუშავებელი ხორცი და თევზი. ალკოჰოლი.

არ შეიძლება მიიღოთ თერმულად დაუმუშავებელი, მიწასთან კონტაქტში მყოფი უმი ბოსტნეული -სტაფილო, ჭარხალი, სალათის ფურცელი (საგულდაგულოდ გასუფთავების შემთხვევაშიც კი).

მოერიდეთ: ლობიოს, ბარდას, პარკოსნებს, რომლებიც იწვევენ შებერილობას.

 

სიტყვები, რომლებიც უნდა ვიცოდეთ:

საშიში ზონა - გარემო, სადაც ტემპერატურა მერყეობს 4-დან 60 გრადუსამდე; ამ გარემოში კარგად მრავლდება ბაქტერია.

დეჰიდრატაცია - მდგომარეობა, როცა ადამიანი არ ღებულობს ან კარგავს დიდი რაოდენობით სითხეს.

დიარეა - ხშირი, თხელი, წყლისებური კუჭის მოქმედება.

დეზინფექტანტი - სუბსტანცია, რომელიც კლავს დაავადების გამომწვევ ორგანიზმებს.

იმუნური სისტემა - ორგანიზმში არსებული ორგანოები და უჯრედები, რომლებიც ამოიცნობენ და კლავენ ინფექციურ აგენტებს.

ნეიტროპენია - ნეიტროფილების რაოდენობის კლება, რაც ზრდის საშიში ინფექციების რისკს.

პასტერიზაცია -  საკვების გაცხელების პროცესი, რომლის დროსაც იღუპებიან ბაქტერიები.

პათოგენი -  დაავადების გამომწვევი ორგანიზმები (ბაქტერია, ვირუსი, პარაზიტი).

უმი- თერმულად დაუმუშავებელი.

კონტაქტი:

თბილისი, ზ.ანჯაფარიძის I შეს. N6
ტელ: +995 322 232 232


ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
მიღებაზე ჩაწერა: (+995 32) 2 232 232