+995 322 232 232

ინოვა ინვიტრო

რეპროდუქციული ჯანრმთელობის და ინვიტრო განაყოფიერების კლინიკა ინოვა ინვიტრო გაიხსნა 2016 წელს-მსოფლიოს წამყვან კლინიკათა ქსელ IVI-სთან პარტნიორობით.

IVI-ესპანური  რეპროდუქციული ცენტრია,რომელიც მოიცავს 70-ზე მეტ კლინიკას მთელს მსოფლიოში.

ინოვა ინვიტროს პრიორიტეტული სფეროა ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის ყველა პათოლოგიის სრულყოფილი დიაგნოსტირება და მართვა- მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით.

კლინიკის სპეციალისტები, IVI-სთან თანამშრომლობით გვთავაზობენ მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებს და ინტეგრირებულ მიდგომას, რაც მოიცავს  კომპლექსურ დიაგნოსტიკასა და კონსულტაციას.ჩვენი ექიმები არიან სერთიფიცირებული რეპროდუქტოლოგიასა და მეან-გინეკოლოგიაში და აქვთ ინვიტრო განაყოფიერების სფეროში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება.

კლინიკის საქმიანობის მიმართულებებია:

  • ინვიტრო განაყოფიერება
  • ინსემინაცია
  • დონაცია-სუროგაციის პროგრამები
  • გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია
  • ნეიროენდოკრინოლოგია
  • კონსერვატიული გინეკოლოგია
  • თვითნებითი აბორტების მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობა
  • კონტრაცეპცია

 

ინოვა ინვიტროს ექიმების წარმატება გუნდის გაერთიანებული ძალისხმევის შედეგია, რომელიც მკურნალობას ახორციელებს თანამედროვე ექსპერტული ცოდნის და ინოვაციების შესაბამისად.

მნიშვნელოვანია IVI-სთან თანამშრომლობა, რომელთა სპეციალისტებიც უწყვეტი რეჟიმით მუშაობენ IVI-ს სტანდარტების შესაბამისად. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული  ტექნოლოგიებით.  კლინიკის ლაბორატორიას ხელმძღვანელობს  IVI-ს ემბრიოლოგი-ჰექტორ ჰუეტე ფერიზი და მუდმივ ხარისხის კონტროლს ახორციელებს IVI-ს სათაო ოფისი.

მკურნალობის დაწყებისას გჭირდებათ იმის გარანტია, რომ თქვენ ირჩევთ წარმატებულ პროგრამას. გაითვალისწინეთ, რომ წარმატების შეფასება დამოკიდებულია ინდივიდუალურ ფაქტორებზე. თქვენი რეპროდუქტოლოგი დაგეხმარებათ შეაფასოთ წარმატების შანსები თქვენს კონკრეტულ  სიტუაციაში. 

კონტაქტი:

თბილისი, ზ.ანჯაფარიძის I შეს. N6
ტელ: +995 322 232 232


ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
მიღებაზე ჩაწერა: (+995 32) 2 232 232