+995 322 232 232

პლასტიკური ქირურგია

ინოვას პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის განყოფილებაში ხდება ყველა სახის კოსმეტიკური და რეკონსტრუქციული ჩარევა; კანზე, ძვალ-კუნთოვან სისტემაზე, ქალა-სახის სტრუქტურებსა და კიდურების სხვადასხვა ანატომიურ ერთეულებზე. კოსმეტიკური ქირურგიის თანამედროვე პრინციპების გამოყენებით მიიღწევა პლასტიკური და რეკონსტრუქციული მკურნალობის მაღალი ხარისხის როგორც ფუნქციური, ისე ესთეტიკური შედეგი. ინოვას პლასტიკური ქირურურგიის სამსახური გამოირჩევა მოწინავე ტექნოლოგიების ფლობით.

ინოვას პლასტიკური ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელს, რომელიც არის ამერიკის ესთეტიკური პლასტიკური ქირურგიის საზოგადოების (ASAPS) და ამერიკის რინოპლასტიკის საზოგადოების წევრი (The RS USA), 20 წლის განმავლობაში ბავშვებსა და მოზრდილებში შესრულებული აქვს მრავალი უნიკალური ოპერაცია; ფლობს უახლეს ესთეტიკურ და პლასტიკურ ტექნოლოგიებს, როგორიცაა მუცლის აბდომინოპლასტიკა დრენაჟების გარეშე, ძუძუს გადიდება იმპლანტების გარეშე, ბუნებრივი ქსოვილის გამოყენებით (აუტოაუგმენტაცია), რაც ამცირებს პოსტოპერაციულ სირთულეებს და რისკებს.

პლასტიკური ქირურგიის განყოფილება დაკომპლექტებულია გამოცდილი გუნდით, რომელიც მკურნალობის ყველა ეტაპზე ზრუნავს პაციენტის უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

პლასტიკური ქირურგიის განყოფილებაში ტარდება შემდეგი სახის ოპერაციები:

პლასტიკური ქირურგია

• ტუჩის ნაპრალი;
• სასის ნაპრალი;
• ჰემანგიომები (არტერიო-ვენური მალფორმაციები);
• პოლიდაქტილია;
• ცხვირის ძგიდის ფუნქციური რეკონსტრუქცია სუნთქვის აღდგენის მიზნით;
• სახის გაახალგაზრდავება
• ნაფლეთების ქირურგია;
• მტევნის რეკონსტრუქცია;
• თანდაყოლილი და შეძენილი სიმახინჯეების რეკონსტრუქცია;
• დამწვრობის შემდგომი დეფორმაციები;
• პერიფერიული ნერვული ტოტების რეკონსტრუქცია;

ესთეტიკური ქირურგია

• ცხვირის ფორმის შეცვლა (პირველადი და მეორადი რინოპლასტიკა);
• სახის კანის დაჭიმვა;
• შუბლის დაჭიმვა;
• კისრის დაჭიმვა;
• ქუთუთოების პლასტიკა;
• ტუჩის პლასტიკა;
• საკუთარი ცხიმის გადანერგვა;
• ნიკაპის პლასტიკა;
• ყურის ნიჟარის პლასტიკა;
• ძუძუს გადიდება და დაპატარავება;
• ძუძუს აწევა;
• არეოლას პლასტიკა;
• მხრის პლასტიკა;
• აბდომინოპლასტიკა;
 

ჩვენი ექიმები

კონტაქტი:

თბილისი, ზ.ანჯაფარიძის I შეს. N6
ტელ: +995 322 232 232


ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
მიღებაზე ჩაწერა: (+995 32) 2 232 232