დენსიტომეტრია
რევმატოიდული დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია, რადგან ეს დაავადებები გავლენას ახდენენ არა მხოლოდ სახსრებზე, არამედ შინაგან ორგანოებზეც.
თუ გაწუხებთ შემდეგი სიმპტომები: პერიოდული ტკივილი სახსრებში, სახსრების შესიება, კანის სიწითლე, რომელიც არ უკავშირდება გადატანილ ტრავმას, კუნთების ტკივილი, ხელისა და ფეხის თითების დეფორმაცია, გარდამავალი ტკივილი სახსრებში, სახსრებისა და ხერხემლის მოძრაობის შეზღუდვა – შესაძლოა ეს იყოს მიმდინარე ანთებითი პროცესის ან მყესების, კუნთების, სახსრების დეფორმაციის მიმდინარეობის გამოვლინება.
სიმპტომები არასპეციფიურია და შეიძლება სხვადასხვა სახის ანთებითი პროცესების დროსაც გვხვდებოდეს. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში საჭიროა კონსულტაცია სპეციალისტთან და დენსიტომეტრიული კვლევის ჩატარება, რათა გამოირიცხოს პათოლოგია.
„ინოვაში“ ტარდება ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. უახლესი მოდელის ორმაგენერგეტიკული რენტგენოლოგიური აბსორბციომეტრია (DEXA-დენსიტომეტრია). იგი საშუალებას იძლევა, ადრეულ სტადიაში განისაზღვროს ძვლის მინერალური სიმკვრივე და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
გახსოვდეთ, რომ ექიმთან დროული მიმართვით თავიდან აიცილებთ შეუქცევად პროცესებს და გაიუმჯობესებთ ცხოვრების ხარისხს.