ენდოკრინოლოგია

ენდოკრინოლოგი – ექიმი, რომელიც ატარებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დაავადებების დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკასა და მკურნალობას.

ზოგადად, ამ ვიწრო სპეციალობის ექიმთან პაციენტს აგზავნის თერაპევტი, თუმცა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დამოუკიდებლად, თავისთვის სასურველ დროს მიმართოს ენდოკრინოლოგს. პრობლემებს „ინოვას“ ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტის ექიმები ინტეგრირებული მიდგომით აგვარებენ, ზრუნავენ პაციენტის ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და შენარჩუნებაზე.

ენდოკრინოლოგი საკონსულტაციო, დიაგნოსტიკურ და თერაპიულ მომსახურებას უწევს პაციენტებს, რომლებსაც აწუხებთ ყველა სახის ენდიკრინოლოგიური დარღვევები:

შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოთალამო-ჰიპოფიზიური სისტემის, თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები, ოსტეოპოროზი, სიმსუქნე…

 

ენდოკრინოლოგის კონსულტაციას რეგულარულად უნდა იღებდნენ  ენდოკრინული დაავადებების განვითარების რისკ-ჯგუფში მყოფი პირები. მნიშვნელოვანია, რომ პროფილაქტიკურ კვლევებს მუდმივად იტარებდნენ ისინი, რომელთა უახლოეს ნათესავებსაც გააჩნიათ ფარისებრი ჯირკვლის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, შაქრიანი დიაბეტის, ჭარბი წონის პრობლემები. საჭიროა, რომ პერიოდულად იმოწმებდნენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონს და სისხლში შაქრის შემცველობას ის ქალბატონები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას და ჰყავთ პატარა შვილი.