გინეკოლოგიური ამბულატორია

რეპროდუქციული ფუნქციის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ქალბატონებისთვის აუცილებელია პრევენციული ვიზიტები გინეკოლოგთან.

ექიმთან რეგულარული კონსულტაცია მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ოჯახის დაგეგმისთვისა და დაავადებების პროფილქტიკისთვის. უსიამოვნო სიმპტომების გაჩენისთანავე კი საჭიროა მის მიერ დანიშნული კვლევების ჩატარება.

შესაძლოა, ქალის რეპროდუქციული სისტემის ბევრი დაავადება არ გამოვლინდეს განვითარების ადრეულ სტადიაში. გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტი კი საშუალებას მოგცემთ, დროულად აღმოაჩინოთ დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობა და სწრაფად გაუმკლავდეთ მას.

კლინიკა „ინოვას“ გინეკოლოგიურ ამბულატორიაში გამოცდილი, კვალიფიციური ექიმები დაგხვდებიან, რომლებიც ფლობენ რეპროდუქციული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს.