კლინიკური ონკოლოგია

კლინიკური ონკოლოგი სვამს დიაგნოზს, მკურნალობს და პაციენტთან ერთად იბრძვის კეთილ თუ ავთვისებიანი სიმსივნის დასაძლევად.

არსებობს თითქმის 100-ზე მეტი სახეობის ონკოლოგიური დაავადება. საკმაოდ ხშირად მათი ნაწილი, გარკვეული დროის განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ანგრევს ადამიანის ორგანოებსა და ქსოვილებს. ხშირ შემთხვევაში, როდესაც დაავადების პირველი სიმპტომები ვლინდება და პაციენტი მიმართავს ექიმს, უკვე დაგვიანებულია. ასეთ დროს კლინიკურ ონკოლოგს შეუძლია მხოლოდ გაუხანგრძლივოს და გაუუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი.

დაავადების საწყის სტადიაში აღმოჩენის შემთხვევაში კი შესაძლებელია პაციენტის სრულად განკურნება და ბედნიერი, ხანგრძლივი ცხოვრება.

სწორედ ამიტომ, აუცილებელია დროული, პრევენციული ვიზიტები ექიმთან.

ონკოლოგიური დაავადების პირველი ნიშნების გაჩენისთანავე კი კლინიკური ონკოლოგის მეთვალყურეობით დაავადების საწინააღმდეგო მკურნალობის დაწყება.