კოლონოსკოპია
კოლონოსკოპია კუჭნაწლავის დაავადებების დიაგნოსტიკის ერთერთი თანამედროვე მეთოდია.
ესაა ზუსტი და ინფორმატიული საშუალება, რომელიც შსაძლებლობას იძლევა, დეტალურად დათვალიერდეს ნაწლავის შიდა მხარე, განისაზღვროს სანათურის ფორმა, ტონუსი, ლორწოვანი გარსის მდგომარეობა და სხვა პარამეტრები.
კვლევის ამ მეთოდს გააჩნია არა მხოლოდ დიაგნოსტიკური, არამედ თერაპიული დანიშნულებაც: იგი საშუალებას იძლევა, აღმოჩენისთანავე მოიკვეთოს კეთილთვისებიანი წარმონაქმნი. ორგანიზმის თავისებურებიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში, ეს პროცედურა შესაძლებელია იყოს მტკივნეული. სწორედ ამიტომ, კოლონოსკოპია ანესთეზიით – იდეალური გადაწყვეტილებაა პაციენტისთვის.
პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი ფხიზლდება და შეუძლია დაუყოვნებლივ დატოვოს კლინიკა დამოუკიდებლად.