ლაბორატორია

ზუსტი და ობიექტური დიაგნოზის დასადგენად თანამედროვე მედიცინისთვის მნიშვნელოვანია ლაბორატორიული დიაგნოსტიკის საშუალებით მიღებული ინფორმაცია ორგანოთა მდგომარეობის, იმუნური სისტემისა და მეტაბოლიზმის მაჩვენებლების შესახებ.

ლაბორატორიული კვლევების მონაცემები დაავადების მიმდინარეობაზე და ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა. ასევე, აფასებს ჯანმრთელი ადამიანისათვის კონკრეტული დაავადების განვითარების რისკს.

ხშირად, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა  ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესს იმ ეტაპზე ავლენს, როდესაც ჯერ არ არის გამოხატული ცვლილებები და დაავადების სიმპტომებიც ჯერჯერობით არ ჩანს. ეს არის ეგრეთ წოდებული პრესიმპტომური დიაგნოსტიკის ელემენტი, რომელიც დაავადების ადრეულ ეტაპზე  აღმოსაჩენად და ეფექტური მკურნალობის დასაწყებად მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ერთ-ერთი ყველაზე ინფორმაციული ლაბორატორიული ტესტი, რომელსაც ექიმები დიაგნოსტიკისთვის ნიშნავენ, სისხლის კლინიკური ანალიზია. ის საშუალებას იძლევა, გამოვლინდეს სხვადასხვა დაავადება და განისაზღვროს ანთებითი პროცესების ხარისხი და დინამიკა.

მნიშვნელოვანი ლაბორატორიული ტესტია შარდის ზოგადი ან კლინიკური  ანალიზი, რომელიც სპეციფიურია არა მხოლოდ შარდსასქესო სისტემის დაავადებების შესაფასებლად, არამედ, სხვა ორგანოებსა და სისტემებში პათოლოგიური პროცესის არსებობის ან არარსებობის დასადგენად.

კლინიკა „ინოვას“ ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თაობის ანალიზატორებით. აქ შეგიძლიათ გააკეთოთ ყველა საჭირო ტესტი და სწრაფად მიიღოთ პასუხი.