მამოლოგია

თანამედროვე დიაგნოსტიკის მეთოდები სარძევე ჯირკვლის  პათოლოგიების საწყის ეტაპზე გამოვლენის საშუალებას იძლევა.  ამიტომ ნებისმიერი ასაკის ქალბატონებისთვის წელიწადში ერთხელ მამოლოგთან კონსულტაცია აუცლებელია.

ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი სარძევე ჯირკვლის  დაავადებების უმეტესობა ეფექტურად ემორჩილება კონსერვატიულ მკურნალობას. თანამედროვე ქირურგიული მეთოდები კი უზრუნველყოფს ორგანოს ფუნქციისა და ქსოვილების მაქსიმალურად შენარჩუნებას. სიმსივნური პროცესების შემჩნევისას ონკო-მამოლოგთან კონსულტაცია აუცილებელია. თუ თვითგასინჯვისას შენიშნავთ შეცვლილ ძუძუს ფორმას, სიწითლეს, სიმკვრივეს მკერდის არეში,  არეოლების ფორმის ცვლილებას ან გამონადენს ძუძუს თავიდან, აუცილებლად მიმართეთ მამოლოგს, რომელიც დანიშნავს დამატებით კვლევებს.

არსებობს მკურნალობის შემდეგი მეთოდები: მედიკამეტოზური თერაპია (მასტოპათიებისა და სარძევე ჯირკვლის ანთებითი პროცესისი  დროს); ქირურგიული მკურნალობა (ორგანოშემანარჩუნებელი და რადიკალური ოპერაცები).

“ინოვას” მამოლოგების მიერ კლინიკაში ტარდება:

  • წარმონაქმნის ციტოლოგია;
  • მასტოპათია;
  • ფიბროადენომატოზი;
  • ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია;
  • ჰიპერპროლაქტინემია.
  • სარძევე ჯირკვლის სექტორალური რეზექცია;
  • რადიკალური მასტექტომია;
  • რადიკალური სექტორული რეზექცია.

გახსოვდეთ, რაც უფრო სწრაფად დაისმება დიაგნოზი მამოლოგის მიერ, მით მეტია სრულად გამოჯანმრთელების შანსი.