ნეიროქირურგია

 “ინოვას” ნეიროქირურგიულ განყოფილებაში  დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით  ტარდება თავის ტვინისა და ზურგის ტვინის პათოლოგიების ოპერაციები.
ოპერაციების  დროს  ნეიროქირურგები გამოიყენებენ ისეთ ინოვაციურ მიდგომებსა და ტექნიკას, როგორიცაა მინიმალური ინვაზიური ქირურგია და ინტრაოპერაციული ტომოგრაფია.

კლინიკის ნეიროქირურგები ინტეგრირებული, მულტიდისციპლინარული ექიმთა გუნდია, რომლებიც მკურნალობენ:

• მალთაშუა დისკის თიაქარს
• ზურგის ტვინის სიმსივნეებს
• სქოლიოზს
• არასტაბილურ ხერხემალს
• ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმულ დაზიანებებს
• ატარებენ ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ოპერაციებს
თავის ტვინის პათოლოგიებს:
• თავის ტვინის სიმსივნეს
• სისხლძარღვთა პათოლოგიას
• ტრავმულ დაზიანებებს
• ჰიდროცეფალიას
• ჰიპოფიზის ადენომას
• სამწვერა ნერვის ნევრალგიას
• ჰემიფაციალურ სინდრომს
• სტერეოტაქსიურ ბიოპსიას
“ინოვას” ნეიროქირურგიულ განყოფილებაში ყოველწლიურად 1000-ზე მეტი კომპლექსური ქირურგიული პროცედურა სრულდება.