პლასტიკური ქირურგია

ინოვას პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის განყოფილებაში ხდება ყველა სახის კოსმეტიკური და რეკონსტრუქციული ჩარევა; კანზე, ძვალ-კუნთოვან სისტემაზე, ქალა-სახის სტრუქტურებსა და კიდურების სხვადასხვა ანატომიურ ერთეულებზე. კოსმეტიკური ქირურგიის თანამედროვე პრინციპების გამოყენებით მიიღწევა პლასტიკური და რეკონსტრუქციული მკურნალობის მაღალი ხარისხის როგორც ფუნქციური, ისე ესთეტიკური შედეგი. ინოვას პლასტიკური ქირურურგიის სამსახური გამოირჩევა მოწინავე ტექნოლოგიების ფლობით.

 

პლასტიკური ქირურგიის განყოფილება დაკომპლექტებულია გამოცდილი გუნდით, რომელიც მკურნალობის ყველა ეტაპზე ზრუნავს პაციენტის უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
პლასტიკური ქირურგიის განყოფილებაში ტარდება:

ცხვირის პლასტიკა (რინოპლასტიკა)
• სეპტოპლასტიკა
• ბლეფაროპლასტიკა (ქუთუთოების პლასტიკა )
• ტუჩის აწევა (ბულჰორნი )
• ტუჩის გადიდება საკუთარი ქსოვილით
• წარბის აწევა
• ნიკაპის პლასტიკა-ბიშექტომია ( ბიშას ბურთულების ამოკვეთა)
• ყურის ნიჟარის პლასტიკა
• რიტიდოპლასტიკა ( სახისა და კისრის ლიფტინგი )
• მამოპლასტიკა: მკერდის გადიდება სილიკონის იმპლანტებით, მკერდის დაპატარავება, ლიფტინგი
• ლიპოსაქცია-ლიპოსკულპტურა
• ლიპოფილინგი
• აბდომინოპლასტიკა ( მუცლის პლასტიკა )
• ნაწიბურების პლასტიკა