რენტგენოლოგია

რენტგენოლოგიური კვლევა სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტიკისთვის ოქროს მეთოდს წაარმოადგენს. რენტგენის სხივები იძლევა საშუალებას, ექიმმა დაინახოს კონტრასტული გამოსახულება, რომელის გაშიფრვითაც იგი დასვამს დიაგნოზს.

„ინოვას“ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში დამონტაჟებულია Simens-ის ფირმის Luminos Select-ის რენტგენოლოგიური აპარატი.

რენტგენოსკოპიული კვლევის ზუსტი დიაგნოსტიკისთვის გამოსახულების ხარისხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი რენტგენოსკოპიული სისტემა გვთავაზობს სრულად ეფექტურ ციფრულ სამუშაო პროცესს. შედეგად მაღლდება დიაგნოსტიკის ეფექტურობა და ხარისხი.

Simens Luminos Select-ის რენტგენის აპარატი საშუალებას გვაძლევს ნაკლები დასხივების ხარჯზე მივიღოთ სრულყოფილი ციფრული გამოსახულება. აპარატი პაციენტისთვის დასხივების დოზის შერჩევას ავტომატურად ახდენს, რაც მას ზედმეტი დასხივებისგან იცავს.

Luminos Select გვაძლევს საშუალებას, გვქონდეს წვდომა რენტგენოსკოპიული სისტემების ინოვაციურ გამოსახულებებთან. მკურნალობის პროცესში ზუსტი და უტყუარი ინოფორმაციის მიღებას, ხშირ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამის საშუალებას კი 99,7%-ით გვაძლევს რენტგენოსკოპიული აპარატი Simens Luminos Select.

 

“ინოვაში” ტარდება შემდეგი რენტგენოლოგიური კვლევები:

  • სქოლიოზისა და ხერხემლის სხვა პათოლოგიების დიაგნოსტიკა;
  • გულმკერდის ღრუს ორგანოების პათოლოგიების კვლევა;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კონტრასტული, რენტგენოლოგიური კვლევა;
  • ძვლის ტრავმული დაზიანებების დიაგნოსტიკა;
  • სახსრების ართროზული და დეგენერაციული ცვლილებების დადგენა;
  • ცხვირის დანამატი ღრუების ანთებითი ცვლილებების დიაგნოსტიკა.