ტრავმატოლოგია

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიები, სახსრებისა და ძვლების დეფორმაცია ხანგრძლივად და, პრაქტიკულად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ადრეული ასაკიდან პროფილაქტიკური ვიზიტები ორთოპედთან.

აუცილებლად უნდა მიმართოთ ტრავმატოლოგ-ორთოპედს თუ გაწუხებთ:

  • საყრდენ-მამოძრავებლი სისტემის დისკომფორტი;
  • სისუსტე კიდურებში;
  • კუნთების დაჭიმულობა;
  • მოტეხილობები და სისხლჩაქცევები;
  • სახსრების შეშუპება და მოძრაობის შეზღუდვა;

 

 “ინოვას” ორთოპედტრავმატოლოგები ატარებენ შემდეგი სახის ოპერაციებს:

  • მხრის სახსრის ენდოპროტეზირებას;
  • მენჯ–ბარძაყის სახსრის ენდოპროტეზირებას;
  • მუხლის სახსრის ენდოპროტეზირებას;
  • კოჭ-წვივის სახსრის ენდოპროტეზირებას;
  • ძვალ–სახსროვანი სისტემის თანდაყოლილი დეფორმაციების კორექციას.

„ინოვას“ ტრავმატოლოგები პაციენტებს მკურნალობენ თანამედროვე სტანდარტებით, რის შედეგადაც მიმდინარეობს სწრაფი რეაბილიტაციის პროცესი. ქირურგები პაციენტებს სთავაზობენ დიაგნოსტიკის უახლეს მეთოდებს, მკურნალობენ შეძენილ პათოლოგიებს:

  • ტერფმრუდობას;
  • ტერფის ვალგუსურ დეფორმაციას;
  • მტევნის, ტერფის ფალანგის დეფორმაციას;
  • შეუხორცებელ და არასწორად შეხორცებულ მოტეხილობებს;
  • მენჯ-ბარძაყის, მუხლის, მხრის, კოჭ-წვივის სახსრების რეენდოპროტეზირებას.

ჩვენს კლინიკაში თითოეული პაციენტისთვის მკურნალობის გეგმა  ინდივიდუალურად შეირჩევა.

გახსოვდეთ: საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დროული მკურნალობა ხელს შეუწყობს დაავადების განვითარებას და მის თავიდან აცილებას.