
ულტრასონოგრაფია
ულტრასონოგრაფიული კვლევა უმტკივნეულო, არაინვაზიური, ეფექტური და უსაფრთხო პროცესია, რომელიც ორგანიზმის შესწავლის ერთ-ერთ საჭირო მეთოდს წარმოადგენს.
კვლევის შდეგად მიღებული ინფორმაციის სიზუსტესა და საიმედოობას დიდწილად განსაზღვრავს თანამედროვე აპარატურა, რომლის საშუალებით ექიმი-ექოსკოპისტი დეტალურად აკვირდება ორგანიზმში მიმდინარე დარღვევებსა და პათოლოგიებს.
ულტრასონოგრაფიული კვლევა ტარდება სხვადასხვა ორგანოებში (მუცლის ღრუში, გულზე, სისხლძარღვებზე, ღვიძლზე, თირკმელებზე, კუჭნაწლავის ტრაქტში და სხვ.) მიმდინარე პროცესების შესასწავლად. მისი ჩატარების აუცილებლობას ადგენს მკურნალი ექიმი და ენდოსკოპისტისგან მიღებული პასუხების გათვალისწინებით ნიშნავს მკურნალობას.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ულტრასონოგრაფიული კვლევა ორსულობისას. პროცედურა საჭიროა პირველივე ტრიმესტრიდან, ნაყოფის განვითარებაზე დაკვირვებისთვის და ნორმიდან გადახვევის შემთხვევაში დროული რეაგირებისთვის.