+995 322 232 232

ხშირად დასმული კითხვები

ჩართული ხართ თუ არა საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში?

დიახ, კლინიკა  ჩართულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში. პაციენტებს საშუალება აქვთ მიიღონ როგორც გეგმიური, ასევე ურგენტული სტაციონარული სამედიცინო მომსახურება; ჩაიტარონ ის ქირურგიული ოპერაციები, რომლებიც იფარება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით.

თქვენს კლნიკაში რეზერვად მუშაობა შეიძლება?

გამარჯობა, ჯერჯერობით ასეთი პრაქტიკა ჩვენს კლინიკაში არ გვაქვს.

გაქვთ თუ არა სამშობიარო?

სამწუხაროდ სამშობიარო განყოფილება ჩვენს კლინიკას არ გააჩნია.

მოქმედებს თუ არა რომელიმე კერძო კომპანიის დაზღვევა?

 სამედიცინო დაწესებულებას ამ ეტაპზე კერძო სადაზღვევო კომპანიებთან არ აქვს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. პაციენტები თავად ახდენენ ანგარიშსწორებას კლინიკასთან, რის შემდეგაც ექიმის მიერ გაიცემა შესაბამისი დოკუმენტაცია. ამ დოკუმენტაციის საფუძველზე სადაზღვევო კომპანია უნაზღაურებს ბენეფიციარს (დაზღვეულს) გადახდილი სამედიცინო მომსახურების ღირებულებას იმ ოდენობით, როგორც განსაზღვრულია კონკრეტული დაზღვეული პირის სადაზღვევო პოლისში.

რომელი საათიდან იწყებს მუშაობას კლინიკის ლაბორატორია?

სამედიცინო ცენტრ "ინოვას" ლაბორატორიის სამუშაო საათებია:  ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
 შაბათი: 10:00-14:00;

თქვენს კლინიკაში ხდება თუ არა ანალიზის შედეგების ელექტრონულ მისამართზე გაგზავნა?

დიახ, ანალიზის ჩაბარებისას უნდა დატოვოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი და დღის ბოლოს მიიღებთ შედეგებს მითითებულ ფოსტაზე

როგორ ხდება ექიმთან ვიზიტზე ჩაწერა?

ექიმთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დარეკეთ: +995 322 232 232;

რომელ საათებშია სტაციონარში მყოფი პაციენტის ნახვის შესაძლებლობა?

სტაციონარში მყოფი პაციენტების ნახვის საათებია ყოველდღე, 18.00-19.00 სთ-მდე. პაციენტის მოსანახულებლად დასაშვებია დღეში მხოლოდ ორი მნახველის შეშვება.

რა შემთხვევაშია სასურველი ბარიატრიული ოპერაცია?

ბარიატრიული ოპერაცია მიზანშეწონილია შემთხვევებში, როდესაც სხეულის მასის ინდექსი აღემატება 40-ს ან მეტია 35-ზე და აღინიშნება ჭარბწონიანობით გამოწვეული რომელიმე სომატური დაავადება.

კონტაქტი:

თბილისი, ზ.ანჯაფარიძის I შეს. N6
ტელ: +995 322 232 232


ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
მიღებაზე ჩაწერა: (+995 32) 2 232 232