+995 322 232 232

ინოვაში გაიხსნა ბარიატრიული განყოფილება

Cover Image

ბარიატრია - ეს არის სიმსუქნის მკურნალობა ქირურგიული ჩარევით.

ბარიატრიული ქირურგია პათოლოგიური სიმსუქნის მულტიდისციპლინარული მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა და, შესაბამისად, ბარიატრიულ პაციენტებს მკურნალობს სპეციალისტთა გუნდი, რომლის შემადგენლობაში შედიან: 
• ქირურგი 
• ენდოკრინოლოგი
• ანესთეზიოლოგი 
• კარდიოლოგი 
• დიეტოლოგი 
• ფსიქოთერაპევტი 
• გასტროენტეროლოგი.

ბარიატრიული ოპერაცია მიზანშეწონილია შემთხვევებში, როდესაც სხეულის მასის ინდექსი აღემატება 40-ს ან მეტია 35-ზე, და აღინიშნება ჭარბწონიანობით გამოწვეული რომელიმე სომატური დაავადება.

არსებობს ლაპაროსკოპიული ქირურგიული მკურნალობის ორი ძირითადი მიმართულება: რესტრიქციული და მალაბსორბციული. ასევე, შემუშავებულია კომბინირებული ოპერაციები, რომლებიც მოიცავენ ორივე მეთოდისთვის დამახასიათებელ ნიშნებს.

 

სიმსუქნე პოლიეტიოლოგიური დაავადებაა, რომელიც მოიცავს გენეტიკურ, ენდოკრინულ, მეტაბოლურ, საყოფაცხოვრებო, ქცევით და ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, რომელთა ზეგავლენით, მიღებული ენერგია ჭარბობს დახარჯული ენერგიის რაოდენობას და ხდება სხეულის მასის მატება. 
ქირურგია მოიაზრება როგორც „ბრძოლის ფრონტის ბოლო ხაზი“, რომელსაც მიმართავენ მხოლოდ იმ შემთხვევებში: 
1. თუ მრავალმხრივი კომპლექსური მკურნალობა ( ე.წ. დიეტოთერაპია) არაეფექტურია ან ვერ ხერხდება მიღებული ეფექტის ხანგრძლივი დროით შენარჩუნება; 
2. თუ წინასწარ ცნობილია, რომ პაციენტის კვებითი ქცევა და ფსიქოლოგია იმდენად გაუკუღმართებულია, რომ შეუძლებელია ხანრგძლივი ნებაყოფლობითი დიეტოთერაპია.
ორივე შემთხვევაში ვითარდება პათოლოგიური სიმსუქნე, როდესაც სხეულის მასის მაჩვენებელი აღემატება 40-ს და უნდა დაისვას ქირურგიული მეთოდებით მკურნალობის საკითხი.

 

კლინიკაში პროფესორ დავით აბულაძის მიერ კეთდება შემდეგი სახის ბარიატრიული ოპერაციები:
რესტრიქციული ტიპის ოპერაციები – 
• კუჭის ლაპაროსკოპიული ვერტიკალური (სახელოსებური) რეზექცია;
• კუჭის ბანდაჟირება;
მალაბსორბციული ოპერაცია – 
• კუჭის ლაპაროსკოპიული შუნტირება;
• კომბინირებული ოპერაცია;
• კუჭის ლაპაროსკოპიული მინი-შუნტირება;

ჩვენთან თითოეული ოპერაციის შერჩევა ხდება პაციენტის ზოგადი მდგომარეობის, კვებითი ქცევებისა და ფსიქოლოგიური ტიპაჟის, მოტივაციის და მოსალოდნელი ეფექტის გათვალისწინებით. შესაბამისად, საკითხისადმი მულტიდისციპლინარული მიდგომა წარმოადგენს წარმატებული შედეგისა და მინიმალური გართულების საუკეთესო გარანტს, რაზეც ჩვენს მიერ გაკეთებული ოპერაციების შედეგები უკვე მეტყველებს.

კონტაქტი:

თბილისი, ზ.ანჯაფარიძის I შეს. N6
ტელ: +995 322 232 232


ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
მიღებაზე ჩაწერა: (+995 32) 2 232 232