+995 322 232 232

თანამედროვე ენერგიის ტექნოლოგიები გინეკოლოგიურ ქირურგიაში

Cover Image

რიგაში, 23-24 მარტს, რიგის #1 საქალაქო ჰოსპიტალში, ლატვიის ენდოსკოპისტ გინეკოლოგთა საზოგადოებისა და ლატვიის მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია - „თანამედროვე ენერგიის ტექნოლოგიები გინეკოლოგიურ ქირურგიაში“, სადაც საქართველოდან მონაწილეობას იღებდა კლინიკა "ინოვას" ოპერაციული გინეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ქირურგი-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი ირაკლი თოდუა.

„ჰისტერექტომიის თანამედროვე პრინციპები საშვილოსნოს კეთილთვისებიანი დაავადებების დროს“ - ეს იყო თემა, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია. ბატონმა ირაკლიმ გააკეთა ოპერაცია თანამედროვე ენერგიებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც პირდაპირი ტრანსლაცით გადაიცემოდა კონფერენციაზე.

კონფერენციაში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს სანქტ-პეტერბურგის კლინიკური საავადმყოფოს მთავარმა გინეკოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ანდრეი პლეხანოვმა და ი.პ. პავლოვის სახ. სანქტ-პეტერბურგის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელ-ლმა, პროფესორმა ვიტალი ბეჟენარმა.

კონტაქტი:

თბილისი, ზ.ანჯაფარიძის I შეს. N6
ტელ: +995 322 232 232


ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
მიღებაზე ჩაწერა: (+995 32) 2 232 232