+995 322 232 232

წინასაოპერაციო რჩევები

სტაციონარში ჰოსპიტალიზაციამდე სასურველია გაითვალისწინოთ აღნიშნული მითითებები:

  1. ნუ მიიღებთ საკვებს ოპერაციის წინა საღამოს 20:00 საათის შემდეგ და სითხეებს 24:00 საათის შემდეგ.
  2. იმისათვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ინფექციის განვითარების ალბათობა, ოპერაციის წინა საღამოს სასურველია მიიღოთ შხაპი და ტანი დაიბანოთ ანტიბაქტერიული ან უბრალო საპნით.
  3. ნუ მიიღებთ ალკოჰოლს ოპერაციამდე 72 საათის განმავლობაში.
  4. ოპერაციის დღეს ნუ მიიღებთ მედიკამენტებს გარდა იმ პრეპარატებისა, რომლებიც შეთანხმებულია თქვენს მკურნალ ექიმთან.

სტაციონარში მოთავსებამდე:

  1. მოიშორეთ კოსმეტიკა და ფრჩხილებიდან ლაქი;
  2. სახლში დატოვეთ სამკაული, ძვირფასი ნივთები;
  3. თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი, სადაზღვევო კომპანიისგან საგარანტიო წერილი;
  4. სტაციონარში უზრუნველყოფილი იქნებით ერთჯერადი მოხმარების სპეციალური ფეხსაცმლით, საავადმყოფოს ხალათით, ჰიგიენური პაკეტებით და სამჯერადი კვებით;
  5. თან იქონიეთ კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა, საცვლები, წინდები, პერანგი ან პიჟამო;
  6. თან იქონიეთ ყველა საჭირო კვლევა;
  7. ჩაიცვით კომფორტულად, რათა თავისუფლად შეძლოთ სამოსის შეცვლა;


ოპერაციის დღეს, დანიშნულ დროს მიბრძანდით პირველ სართულზე რეგისტრატურაში, გახსენით ისტორია, შემდგომ კი ინოვას რეგისტრატურის თანამშრომლები დაგეხმარებიან.

 

კონტაქტი:

თბილისი, ზ.ანჯაფარიძის I შეს. N6
ტელ: +995 322 232 232


ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
მიღებაზე ჩაწერა: (+995 32) 2 232 232