დიაგნოსტიკა
ინოვას კლნიკაში შესაძლებელია შემდეგი სახის დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება:
• რენტგენი-ექოსკოპია;
• კომპიუტერული ტომოგრაფია;
• ლაბორატორუილი კვლევები;
• გასტრო და ბრონქო-ფიბროსკოპია.
- მეან-გინეკოლოგიაში, ენდოკრინოლოგიაში, მამოლოგიასა და ტრავმატოლოგიაში იყენებენ ექსპერტული კლასის ულტრაბგერით აპარატს - VOLUSON E8 და VOLUSON E10, რომელიც წარმოადგენს სრულიად ციფრულ სკანერს დიაგნოსტიკური ფართო სპექტრით.
- ნეიროქირურგიული ოპერაციებისთვის განკუთვნილია უახლესი საოპერაციო მიკროსკოპები, უახლესი ტიპის ნეირონავიგაციის აპარატი, ულტრაბგერითი ამქაჩი, ელექტროდანები. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ინტრაოპერაციული ელექტროფიზიოლოგიური მონიტორინგი.
- ინოვას რევმატოლოგიურ განყოფილებაში ძვლის სიმკვრივის განსაზღვრა და დენსიტომეტრიული კვლევა ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკაში DXA-დენსიტომეტრიის უახლესი მოდელის აპარატით ტარდება.
- ნევროლოგიურ კაბინეტში თავის ტვინის მკვებავი სისხლ-ძარღვებისა და სისხლის მიმოქცევის თავისებურებების კვლევა ექსტრა-ტრანსკრანიული დუპლექსის სკენირების აპარატით ტარდება. აგრეთვე, ინოვას ნევროლოგიურ კაბინეტში მკურნალობენ ტრანსკრანიული მაგნიტური სიმულაციის უნიკალური აპარატით. ეს აპარატი ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენება დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნებში.
- თანამედროვე, ბოლო თაობის ელექტროქემილუმინესცენტური ანალიზატორი - cobas e411 სრულად ავტომატური, დახურული სისტემაა. მასზე სრულდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების, სასქესო ჰორმონების სრული სპექტრი, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები, ოსტეომარკერები, სიმსივნის მარკერები, ინფექციის მარკერები, კარდიომარკერები და ა.შ. კვლევებისთვის გამოიყენება სისხლის შრატი, სისხლის პლაზმა და შარდი.
- ბიოქიმიური ანალიზატორი cobas c111- ზე შესაძლებელია შემდეგი ტესტების ჩატარება: ანემიის მარკერები, ძვლის მარკერები, კარდიომარკერები, ჰემოსტაზის მარკერები, ენდოკრინოლოგია, ჰეპატოლოგიური მარკერები, ინფექციური დაავადებების მარკერები, ანთების მარკერები, მეტაბოლური პარამეტრები, რენალური მარკერები.
- ჰემატოლოგიური ანალიზატორი Sysmex (SX) 500i მაღალი წარმადობის თანამედროვე დახურული სისტემის სრულად ავტომატური ჰემატოლოგიური ანალიზატორია. იყენებს ფლუორესცენტულ გამდინარე ციტომეტრიის მეთოდს, ახდენს ლეიკოციტური ფორმულის ხუთმაგ დიფერენცირებას. ანალიზატორის უნიკალური თვისებაა ის, რომ შეუძლია დაადგინოს უმწიფარი გრანულოციტების მომატება.
- ჰემოსტაზიოლოგიური ანალიზატორი Stago Start 4 - ნახევრად ავტომატური, ღია სისტემაზე მომუშავე კოაგულომეტრი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა სწრაფად და სანდოდ შესრულდეს კოაგულაციური ჰემოსტაზის სკრინინგი. ანალიზატორი მუშაობს კინეტიკური მეთოდით, რაც გამოარჩევს ყველა სხვა აპარატისგან (რომლებიც ფოტომეტრიას იყენებენ).
- კომპიუტერული ტომოგრაფია სხივური დიაგნოსტიკის თანამედროვე, მაღალინფორმატიული მეთოდია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მივიღოთ ორგანოთა და ქსოვილთა შრეობრივი გამოსახულება რენტგენის სხივების გამოყენებით. კლინიკა ინოვაში კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევები ტარდება „TOSHIBA”-ს მრავალშრიანი კ.ტ. სკანერით.
- რენტგენოლოგიური კვლევა ტარდება SIMENS LUMINOUS SELECT თანამედროვე, ციფრული აპარატით.