+995 322 232 232

ინოვა ინვიტრო

რეპროდუქციული ჯანრმთელობის და ინვიტრო განაყოფიერების კლინიკა ინოვა ინვიტრო გაიხსნა 2016 წელს.

ინოვა ინვიტროს პრიორიტეტული სფეროა ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის ყველა პათოლოგიის სრულყოფილი დიაგნოსტირება და მართვა- მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით.

კლინიკის სპეციალისტები გვთავაზობენ მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებს და ინტეგრირებულ მიდგომას, რაც მოიცავს  კომპლექსურ დიაგნოსტიკასა და კონსულტაციას.ჩვენი ექიმები არიან სერთიფიცირებული რეპროდუქტოლოგიასა და მეან-გინეკოლოგიაში და აქვთ ინვიტრო განაყოფიერების სფეროში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება.

კლინიკის საქმიანობის მიმართულებებია:

  • ინვიტრო განაყოფიერება
  • ინსემინაცია
  • დონაცია-სუროგაციის პროგრამები
  • გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია
  • ნეიროენდოკრინოლოგია
  • კონსერვატიული გინეკოლოგია
  • თვითნებითი აბორტების მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობა
  • კონტრაცეპცია

 

ინოვა ინვიტროს ექიმების წარმატება გუნდის გაერთიანებული ძალისხმევის შედეგია, რომელიც მკურნალობას ახორციელებს თანამედროვე ექსპერტული ცოდნის და ინოვაციების შესაბამისად.

კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული  ტექნოლოგიებით.  

მკურნალობის დაწყებისას გჭირდებათ იმის გარანტია, რომ თქვენ ირჩევთ წარმატებულ პროგრამას. გაითვალისწინეთ, რომ წარმატების შეფასება დამოკიდებულია ინდივიდუალურ ფაქტორებზე. თქვენი რეპროდუქტოლოგი დაგეხმარებათ შეაფასოთ წარმატების შანსები თქვენს კონკრეტულ  სიტუაციაში. 

კონტაქტი:

თბილისი, ზ.ანჯაფარიძის I შეს. N6
ტელ: +995 322 232 232


ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
მიღებაზე ჩაწერა: (+995 32) 2 232 232