+995 322 232 232

ნეიროქირურგია

 ინოვას ნეიროქირურგების განყოფილებაში  დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით  ტარდება თავის ტვინისა და ზურგის ტვინს პათოლოგიების ოპერაციები. ოპერაციების  დროს  ნეიროქირურგები იყენებენ ისეთ ინოვაციურ მიდგომებსა და ტექნიკას, როგორიცაა:
 
• მინიმალური ინვაზიური ქირურგია;
• ინტრაოპერატიული ტომოგრაფია.

კლინიკის ნეიროქირურგიული განყოფილებაში კეთდება აუტოლოგიური ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების დროს. ზურგის ტვინის რეგენერაციის სტუმულაციის ეს მეთოდი მთელს მსოფლიოშია აქტუალური. ინოვას ნეიროქირურგები ყოველწლიურად 1000-მდე კომპლექსურ ქირურგიულ პროცედურას ასრულებენ.
 
კლინიკის ნეიროქირურგები ინტეგრირებული, მულტიდისციპლინარული ექიმთა გუნდია, რომლებიც მკურნალობენ:

• მალთაშუა დისკის თიაქარს;
• ზურგის ტვინის სიმსივნეებს;
• სქოლიოზს;
• არასტაბილურ ხერხემალს;
• ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმულ დაზიანებებს;
• ატარებენ ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ოპერაციებს;
 
თავის ტვინის პათოლოგიებს:
• თავის ტვინის სიმსივნეს;
• სისხლძარღვთა პათოლოგიას;
• ტრავმულ დაზიანებებს;
• ჰიდროცეფალიას;
• ჰიპოფიზის ადენომას;
• სამწვერა ნერვის ნევრალგიას;
• ჰემიფაციალურ სინდრომს;
• სტერეოტაქსიურ ბიოპსიას.

კონტაქტი:

თბილისი, ზ.ანჯაფარიძის I შეს. N6
ტელ: +995 322 232 232


ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
მიღებაზე ჩაწერა: (+995 32) 2 232 232