ნევროლოგია
კლინიკა ინოვას ნევროლოგიურ განყოფილებაში 500-ზე მეტი სახის ნევროლოგიური დაავადების მკურნალობა ხდება.
ექიმ-ნევროლოგებს კვალიფიკაცია მიღებული აქვთ - თავის ტვინისა და ნერვული სისტემის დაავადებების, თავის ტვინისა და ნერვული სისტემის სიმსივნეების, ფსიქიკური დაავადებების, ძილის დარღვევის, მეტყველების პრობლემების, თვალის დაავადებების, ტკივილის პრევენციის მედიცინაში, და ასევე, ფიზიოთერაპიასა და რეაბილიტაციაში. ნევროლოგიური პროფილის ექიმები პაციენტის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას უახლესი ტექნიკისა და ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით ახდენენ.
ნევროლოგიური განყოფილების კლინიცისტ-ნევროლოგების მიერ ხდება პაციენტის კლინიკო-კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის შეფასება, გასინჯვა-კონსულტაცია და შემდეგი დაავადებების მკურნალობა:
- ანგიონევროლოგიის;
- ნეიროინფექციის;
- ვერტებროლოგიის;
- ნევროლოგია-ფსიქოსომატიკის;
- ნეიროგენეტიკის;
ნევროლოგიურ კაბინეტში ტრანსკრანიული მაგნიტური სტიმულაციის აპარატის გამოყენებით მკურნელობენ:
- შაკიკს;
- თავბრუსხვევას;
- ყურში ხმაურს;
- დეპრესიას;
- თავის ტკივილს;
- თავბრუსხვევას;
- კიდურების დაბუჟებას ან სისუსტეს (მწვავედ ან ქრონიკულად განვითარებული);
- ტკივილს ხერხემლის რომელიმე სეგმენტში - გულ-მკერდის, კისრის ან წელის მიდამოში;
- შფოთვითი აშლილობას;
- ორგანული მიზეზებით გამოწვეულ დეპრესიას;
- კიდურების უნებლიე მოძრაობას.