+995 322 232 232

ტრავმატოლოგია

კლინიკის ტრავმატოლოგიური განყოფილების ექიმები კუნთოვანი სისტემის დარღვევების მქონე პაციენტებს უახლესი მეთოდებითა და ტექნოლოგიებით მკურნალობენ, ტკივილის შემცირებისა და სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის იყენებენ მინიმალურ ინვაზიურ პროცედურებს.

კლინიკის სხვადსხვა პროფილის ექიმებთან ერთად ინოვას ორთოპედ-ტრავმატოლოგები ატარებენ შემდეგი სახის ოპერაციებს:

  • მხრის სახსრის ენდოპროტეზირებას;
  • მენჯ–ბარძაყის სახსრის ენდოპროტეზირებას;
  • მუხლის სახსრის ენდოპროტეზირებას;
  • კოჭ-წვივის სახსრის ენდოპროტეზირებას;
  • ძვალ–სახსროვანი სისტემის თანდაყოლილი დეფორმაციების კორექციას.


ორთოპედ-ქირურგები იყენებენ თანამედროვე სტანდართებით გათვალისწინებულ მეთოდებს, რომლის შედეგადაც მიმდინარეობს სწრაფი რეაბილიტაციის პროცესი. ისინი პაციენტებს სთავაზობენ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლეს მეთოდებს, მკურნალობენ შეძენილ პათოლოგიებს:

  • ტერფმრუდობას;
  • ტერფის ვალგუსურ დეფორმაციას;
  • მტევნის, ტერფის ფალანგის დეფორმაციას;
  • შეუხორცებელ და არასწორად შეხორცებულ მოტეხილობებს;
  • კიდურის ძვლების ოსტეოსინთეზს;
  • ინტრამედულურ ოსტეოსინთეზს;
  • კეროვან ოსტეოსინთეზს;
  • გარეგანი ფიქსატორებით ოსტეოსინთეზს;
  • სამკურნალო სადიაგნოსტიკო ართროსკოპიას;
  • დაუზუსტებელი პათოლოგიური კერის ბიოპსიას;
  • კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნის ამოღებას;
  • ავთვისებიანი სიმსივნეების დროს სხვადა-სხვა ტიპის ონკოლოგიური და სპეციალური ენდოპროტეზების გამოყენებით ორგანოშემანარჩუნებელ ოპერაციებს;
  • მენჯ-ბარძაყის, მუხლის, მხრის, კოჭ-წვივის სახსრების რეენდოპროტეზირებას.


ქვესპეციალობები მოიცავს ზრდასრულთა აღდგენით თერაპიას, სპორტულ ტრავმებს, ხერხემლის, ტერფის, ხელის, მხრის და იდაყვის ტრავმებს.

კონტაქტი:

თბილისი, ზ.ანჯაფარიძის I შეს. N6
ტელ: +995 322 232 232


ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
მიღებაზე ჩაწერა: (+995 32) 2 232 232