+995 322 232 232

ზოგადი და ბარიატრიული ქირურგია

ზოგადი და ბარიატრიული ქირურგიის განყოფილებაში ტარდება საკონსულტაციო, დიაგნოსტიკური და ქირურგიული მანიპულაციები. ზოგადი ქირურგიის განყოფილების მთავარი მიმართულებებია: ენდოსკოპიური მანიპულაციები და ბარიატრიული ქირურგია.
განყოფილებაში უპირატესობა ენიჭება ლაპაროსკოპიულ ქირურგიას. საჭიროების შემთხვევაში კეთედება ტრადიციული (ღია) ოპერაციები.

სრულდება როგორც ონკოლოგიური, ასევე არაონკოლოგიური პათოლოგიების ოპერაციები:
  • აპენდექტომია ლაპარასკოპიული წესით;
  • დიაგნოსტიკური ლაპარასკოპია;
  • ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია;
  • ერთმომენტად ლაპარაკოპიული ქოლეცისტექტომია, ენდოსკოპიური პაპილოსფინქტეროტომია სადინარიდან კენჭის ამოღებით ან სადინარის სტენტირებით;
  • საზარდულის, ბარძაყის, ჭიპის ოპერაციის შემდგომი თიაქარპლასტიკა (ლაპარასკოპიული და ღია წესით);
  • ულცერორაფია (ლაპარასკოპიული და ღია წესით);
  • ლაპარასკოპიული ფუნდოპლასტიკაცია დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის დროს;
  • ღვიძლის პარაზიტული და არაპარაზიტული კისტების მკურნალობა (ლაპარასკოპიული წესით);


განყოფილებაში, ასევე, ტარდება შემდეგი სახის ოპერაციები:
  • კუჭნაწლავის ტრაქტიდან და სასუნთქი გზებიდან უცხო სხეულების ექსტრაქცია (ამოღება);
  • კუჭნაწლავის ტრაქტიდან სიმსივნური წარმონაქმნების ამოკვეთა (პოლიპების ამოკვეთა);
  • კუჭნაწლავის ტრაქტში განვითარებული სისხლდენის შეჩერება (ინფილტრაცია, კოაგულაცია, ვარიკოზული ვენების ლიგირება);
  • სტრიქტურების მკურნალობა (ბუჟირება, დილატაცია);
  • ნაწიბუროვანი ან სიმსივნური პროცესებით განვითარებული შევიწროებების სტენტირება;
  • კუჭნაწლავის ტრაქტის ფისტულებისა და ოპერაციის შემდგომი გართულებების მკურნალობა (ოპერაციის შემდგომ განვითარებული ანასტომოზის უკმარისობა);
  • ენდოსკოპური გასტროსტომია;
  • გახდომის მიზნით კუჭში სპეციალური ბალონის ჩაყენება;
  • მექანიკური სიყვითლისა და მწვავე პანკრეატიტის მკურნალობა (სანაღვლე გზებიდან კენჭების ექსტრაქცია, სანაღვლე გზებისა და პანკრეასის სადინრის სტენტირება, სანაღვლე სადინრების სტრიქტურების მკურნალობა);
  • გარკვეულ შემთხვევებში სანაღვლე სადინარში კენჭის არსებობის დროს ოპერაციის ერთ ეტაპად შესრულება (სანაღვლე სადინრიდან კენჭის ამოღება და ლაპაროსკოპული ქოლეცისტექტომია).
 
ბარიატრიული ქირურგია არის პათოლოგიური სიმსუქნის მულტიდისციპლინარული მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. ამ განყოფილებაში ჩამოყალიბებულია სპეციალისტთა გუნდი, რომლის შემადგენლობაში შედიან: ქირურგი, ენდოკრინოლოგი, ანესთეზიოლოგი, კარდიოლოგი, დიეტოლოგი, ფსიქოთერაპევტი, გასტროენტეროლოგი.
კლინიკაში ტარდება შემდეგი სახის ბარიატრიული ოპერაციები:
  • რესტრიქციული ტიპის ოპერაციები,
  • კუჭის ლაპაროსკოპიული ვერტიკალური (სახელოსებური) რეზექცია,
  • კუჭის ბანდაჟირება,
  • მალაბსორბციული ოპერაცია,
  • კუჭის ლაპაროსკოპიული შუნტირება,
  • ომბინირებული ოპერაცია,
  • კუჭის ლაპაროსკოპიული მინი-შუნტირება.

კონტაქტი:

თბილისი, ზ.ანჯაფარიძის I შეს. N6
ტელ: +995 322 232 232


ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
მიღებაზე ჩაწერა: (+995 32) 2 232 232