შარდის სტრესული შეუკავებლობა

  • რა არის შარდის სტრესული შეუკავებლობა?

შარდის  შეუკავებლობა ანუ უნებლიე შარდვა ძალიან ხშირი პრობლემაა და მსოფლიოში  ბევრ ადამიანს აწუხებს. შარდის  შეუკავებლობის  ერთერთი სახეობაა სტრესული შეუკავებლობა – შარდის უნებლიე კარგვა დახველებისას, დაცემინებისას, სიმძიმის აწევისას, სიცილის დროს.

  • რატომ ვითარდება შარდის სტრესული შეუკავებლობა?

შარდის სტრესული შეუკავებლობა უმეტესად მენჯის ფსკერის კუნთების სისუსტითაა გამოწვეული. რიგ შემთხვევებში კი ეს პრობლემა შეიძლება წარმოიშვას მშობიარობის, მენოპაუზის, სიმსუქნისა და გენეტიკური მიდრეკილების გამო.

შარდის შეუკავებლობა ხშირი პრობლემაა და ექიმის ჩარევის გარეშე ამ პრობლემის მოგვარება რთულია. სტატისტიკის მიხედვით შარდის სტრესული შეუკავებლობის პრობლემით ექიმს  მიმართავს დაავადებულთა მხოლოდ 5-10 %. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ქალთა უმრავლესობას ერიდება  საკუთარი მდგომარეობის; ან მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია შარდის სტრესული შეუკავებლობის  მკურნალობის საკმაოდ ეფექტური მეთოდების შესახებ.

შარდის შეუკავებლობის დიაგნოზი ისმება ექიმთან კონსულტაციის დროს,  სიმპტომების გამოიკითხვის შემდეგ. საჭიროების შემთვევაში ტარდება მენჯის კვლევაც.

  • შესაძლებელია თუ არა შარდის სტრესული შეუკავებლობის მკურნალობა?

შარდის სტრესული შეუკავებლობა განკურნებადია!

პირველ ეტაპზე პაციენტებს სპეციალისტი სთავაზობს ვარჯიშებს მენჯის კუნთებისთვის – ე.წ. კეგელის ვარჯიშებს. თუ შარდის შეუკავებლობის მკურნალობის ეს მეთოდი არაეფექტური აღმოჩნდება,  რეკომენდირებულია ქირურგიული ოპერაცია.

შარდის სტრესული შეუკავებლობის მკურნალობის ყველაზე ეფექტური გზა კი ქირურგიული ჩარევაა – შარდის ბუშტის ყელის ფიქსაცია  პოლიპროპილენის ზონრით (TOT).

  • რთულია თუ არა ოპერაცია?

ოპერაციის ხანგრძლივობა საშუალოდ 15-20 წუთია. ოპერაცია ტარდება რეგიონალური ანესთეზიით. სტაციონარში პაციენტი რჩება საშუალოდ 24 საათის განმავლობაში. მკურნალობის ეფექტი  კი ოპერაციის დასრულებისთანავე დგება.