გინეკოლოგია
სამედიცინო ცენტრი ინოვა პაციენტებს გინეკოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. ინოვაში ტარდება ნებისმიერი გინეკოლოგიური პათოლოგიის ზუსტი დიაგნოსტიკა და მაღალკვალიფიციური მკურნალობა. კლინიკაში ლაბორატორიული და ინსტრუმენტული (კოლპოსკოპია, ექოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია) კვლევებით შესაძლებელია დიაგნოზის შემჭიდროვებულ ვადებში დადგენა.
- რეპროდუქტოლოგების მიერ ხდება უნაყოფობის მიზეზების გამოვლენა და ამბულატორიული ან ქირურგიული (ლაპაროსკოპია, ჰისტეროსკოპია) მკურნალობის დანიშვნა;
- კლინიკაში ტარდება გავრცელებული გინეკოლოგიური პათოლოგიის - ენდომეტრიოზის პათოგენეზირად დასაბუთებული მკურნალობა; ასევე, გენიტალური პროლაფსის (საშვილოსნოს და საშოს კედლების დაწევა) და შარდის შეუკავებლობის ლაპაროსკოპიული და ვაგინალური მიდგომით რეკონსტრუქცია, ბადეების გამოყენებით ან მის გარეშე.
- ქვეყნის მასშტაბით კლინიკა ლიდერია ავთვისებიანი გინეკოლოგიური დაავადებების მსოფლიო სტანდარტების დონეზე ლაპაროსკოპიულ მკურნალობაში.
ამბულატორიული გინეკოლოგია:
- გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია;
- მენსტრუალური ციკლის დარღვევების მკურნალობა;
- პრემენსტრუალური სინდრომის მკურნალობა;
- თვითნებური აბორტების მკურნალობა;
- საშვილოსნოს მიომის კონსერვატიული მკურნალობა;
- ენდომეტრიოზის მკურნალობა;
- უშვილობის დიაგნოსტიკა (ჰისტეროსალპინგოგრაფია) და მკურნალობა;
- კლიმაქტერიული სინდრომი და ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია;
- სარძევე ჯირკვალი - დიაგნოსტიკა, მკურნალობა;
- საშვილოსნოს პროლაფსი - პლასტიკური ოპერაციები საშოს კედლებზე;
- სიმულტანური (კომბინირებული) ოპერაციები;
- ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების (კოლპიტების, ადნექსიტების, ენდო– მიომეტრიტების) მკურნალობა;
- სქესობრივად გადამდები ინფექციების (ტრიქომონოზის, ქლამიდიოზის და ა.შ.) დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
- შარდის სტრესული შეუკავებლობა ქალებში;
- ქალის სასქესო ორგანოების პოლიპების მკურნალობა;
- საშვილოსნოს ყელის არაანთებითი დაავადებები - დიაგნოსტიკა, ამბულატორიული და/ან ქირურგიული მკურნალობა;
- ვულვის არაანთებითი დაავადებები - დიაგნოსტიკა, ამბულატორიული მკურნალობა;
ქირურგიული გინეკოლოგია /ენდოსკოპიური ოპერაციები:
- დიაგნოსტიკური და ოპერაციული ჰისტეროსკოპია;
- ექტოპიური ორსულობა;
- სტერილიზაცია და მილის სანათურის აღდგენით – პლასტიკური ოპერაცია;
- საკვერცხის ცისტა, ჰიდროსალპინგსი, პიოსალპინგსი - ცისტექტომია, ანდექსტომია, ტუბექტომია;
- დრილინგი პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს;
- საშვილოსნოს მიომა (მიომექტომია, ტოტალური და სუბტოტალური ჰისტერექტომია) - ვაგინალური მიომექტომია;
- ენდომეტრიოზი;
- უშვილობა;
- ონკოგინეკოლოგია;
- ინტრააბდომინური ქიმიოთერაპია - ლაპარატომიურად და ლაპარასკოპიულად;
- ტროფობლასტური დაავადება ( ბუშტნამქერი, ქორიონეპითელიომა).