ბარიატრიული ქირურგია
გასტროსკოპია
გინეკოლოგია
გინეკოლოგიური ამბულატორია
დენსიტომეტრია
ენდოკრინოლოგია
ენდოსკოპიური ქირურგია
ზოგადი ქირურგია
თერაპია
კარდიოლოგია
კლინიკური ონკოლოგია
კოლონოსკოპია
კოლპოსკოპია
კომპიუტერული ტომოგრაფია
ლაბორატორია
მამოგრაფია
მამოლოგია
ნევროლოგია
ნეიროქირურგია
ოფთალმოლოგია
პედიატრია
პლასტიკური ქირურგია
რადიოლოგია
რეანიმაცია/ანესთეზიოლოგია
რევმატოლოგია
რენტგენოლოგია
ტრავმატოლოგია
ულტრასონოგრაფია
უროლოგია
დღეს ოფთალმოლოგები ყველაზე ხშირად სვამენ ახლომხედველობის, ასტიგმატიზმის, შორსმხედველობის, კატარაქტისა და გლაუკომის დიაგნოზს. ოფთალმოლოგიური დარღვევების მიზეზებად სხვადასხვა ფაქტორები სახელდება. მათ შორის გაჯეტების ხშირი გამოყენება, ორგანიზმის ასაკობრივი ცვლილებები, ტრავმები…
ყველა ამ დაავადების არსებობისას მცირდება/ირღვევა მხედველობა, მაგრამ რადგან მიზეზი სხვადასხვაა, მათი მკურნალობაც მნიშვნელოვნად განსხვავდება.
მხედველობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დისკომფორტის დროს სასაურველია ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია. თუმცა, როგორც წესი, ოფთალმოლოგთან პრევენციული ვიზიტი წელიწადში ერთხელ აუცილებელია. ექიმის დანიშნულებით კი 3 თვეში ერთხელაც დასაშვებია.
თვალის რეგულარული მონიტორინგი საჭიროა, თუკი:
ანამნეზში გაქვთ ანთება ან თვალის ტრავმა;
დამძიმებული ოფთალმოლოგიური მემკვიდრეობა;
გაწუხებთ გაუარესებული მხედველობა ახლოს ან შორს;
თუ ხართ 45 ან მეტი წლის და მომატებულია გლაუკომის ჩამოყალიბების, კატარაქტის ან ბადურის დაავადების რისკი;
შაქრიანი დიაბეტის დროს;
სისხლძარღვთა პათლოგიისას – სისხლის მიმოქცევის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მნიშვნელოვანი დაქვეითება;
როდესაც იყენებთ კონტაქტურ ლინზებს, რადგან ლინზებიც რეგულარულად ეხებიან თვალის რქოვანას და შესაძლებელია მოხდეს მისი ტრავმირება. მიკროტრავმებსაც შეუძლიათ თვალისთვის ზიანის მიყენება.
ოფთალმოლოგიური კვლევების ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის ჩივილებზე, მის ქრონიკულ დაავადებებსა და ასაკზე.


