ამბულატორია
კარდიოლოგია
- კარდიოლოგის კონსულტაცია;
- ელექტროკარდიოგრაფია;
- ექოკარდიოგრაფია;
- არტერიული წნევის 24 საათიანი მონიტორინგი.
მამოლოგია
დაავადებების მკურნალობის თვალსაზრისით ინოვას მამოლოგიური კაბინეტი ერთ-ერთი წარმატებულია.
კლინიკის მამოლოგიური განყოფილების ექიმები მკურნალობენ და კონსულტაციას უწევენ პაციენტებს, რომლებსაც აწუხებთ სარძევე ჯირკვლის სხვადასხვა დაავადებები. მათ ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად კლინიკის მამოლოგები ყურადღებას აქცევენ პაციენტის მიერ გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებს.
მამოლოგების მიერ კლინიკაში ტარდება:- წარმონაქმნის ციტოლოგია;
- მასტოპათია;
- ფიბროადენომატოზი;
- ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია;
- ჰიპერპროლაქტინემია.
- სარძევე ჯირკვლის სექტორალური რეზექცია;
- რადიკალური მასტექტომია;
- რადიკალური სექტორული რეზექცია.
ენდოკრინოლოგია
ენდოკრინოლოგიურ კაბინეტი საკონსულტაციო, დიაგნოსტიკურ და თერაპიულ მომსახურებას უწევს პაციენტებს, რომლებსაც აწუხებთ ყველა სახის ენდოკრინოლოგიური დარღვევები.
ეს დაავადებებიაა:
- შაქრიანი დიაბეტი;
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
- ფარისებრახლო ჯირკვლების დაავადებები;
- ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური სისტემის დაავადებები;
- თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები;
- ოსტეოპოროზი;
- სიმსუქნე.
ენდოკრინოლოგიურ პრობლემებს ინოვას ექიმი-ენდოკრინოლოგები ინტეგრირებული მიდგომით აგვარებენ და ზრუნავენ პაციენტის ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და შენარჩუნებაზე.
რევმატოლოგია
კლინიკა ინოვაში ტარდება რევმატულ დაავადებათა სრული სპექტრის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რაც მოიცავს 100-ზე მეტ დაავადებასა და სინდრომს, რომელთაც საფუძვლად უდევს შემაერთებელი ქსოვილის სისტემური ან ლოკალური დაზიანება, ძირითადად სახსრების პათოლოგიის კლინიკური გამოვლენით.
რევმატული დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გავლენას ახდენენ არა მხოლოდ სახსრებზე, არამედ შინაგან ორგანოებზეც.
მათ შორისაა ისეთი გავრცელებული დაავადებები როგორიცაა:
- ანთებითი რევმატულიდაავადებები - რევმატოიდული ართრიტი, რეაქტიული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, კვანძოვანი ერითემა;
- სახსრების დეგენერაციული დაავადებები (სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართროზები).
კლინიკაში შესაძლებელია ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. უახლესი მოდელის ორმაგენერგეტიკული რენტგენოლოგიური აბსორბციომეტრია (DEXA-დენსიტომეტრია) საშუალებას იძლევა ადრეულ სტადიაში განისაზღვროს ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითების ხარისხი.