ბარიატრიული ქირურგია

ბარიატრიული ქირურგია პათოლოგიური სიმსუქნის მულტიდისციპლინარული მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა და, შესაბამისად, ბარიატრიულ პაციენტებს მკურნალობს სპეციალისტთა გუნდი, რომლის შემადგენლობაში შედიან:
• ქირურგი
• ენდოკრინოლოგი
• ანესთეზიოლოგი
• კარდიოლოგი
• დიეტოლოგი
• ფსიქოთერაპევტი
• გასტროენტეროლოგი

ბარიატრიული ოპერაცია მიზანშეწონილია იმ შემთხვევებში, როდესაც სხეულის მასის ინდექსი აღემატება 35 – 40-ს და აღინიშნება ჭარბწონიანობით გამოწვეული რომელიმე სომატური დაავადება.

არსებობს ლაპაროსკოპიული ქირურგიული მკურნალობის ორი ძირითადი მიმართულება: რესტრიქციული და მალაბსორბციული. ასევე, შემუშავებულია კომბინირებული ოპერაციები, რომლებიც მოიცავენ ორივე მეთოდისთვის დამახასიათებელ ნიშნებს.

 

კლინიკაში პროფესორ დავით აბულაძის მიერ კეთდება შემდეგი სახის ბარიატრიული ოპერაციები:
რესტრიქციული ტიპის ოპერაციები:
• კუჭის ლაპაროსკოპიული ვერტიკალური (სახელოსებური) რეზექცია;
• კუჭის ბანდაჟირება;

მალაბსორბციული ოპერაცია:
• კუჭის ლაპაროსკოპიული შუნტირება;
• კომბინირებული ოპერაცია;
• კუჭის ლაპაროსკოპიული მინი-შუნტირება;

ჩვენთან თითოეული ოპერაციის შერჩევა ხდება პაციენტის ზოგადი მდგომარეობის, კვებითი ქცევებისა და ფსიქოლოგიური ტიპაჟის, მოტივაციის და მოსალოდნელი ეფექტის გათვალისწინებით. შესაბამისად, საკითხისადმი მულტიდისციპლინარული მიდგომა წარმოადგენს წარმატებული შედეგისა და მინიმალური გართულების საუკეთესო გარანტს, რაზეც ჩვენს მიერ გაკეთებული ოპერაციების შედეგები უკვე მეტყველებს.