ზოგადი ქირურგია
“ინოვას” ზოგადი ქირურგიის დეპატრამენტში საკონსულტაციო, დიაგნოსტიკური და ქირურგიული მანიპულაციები ტარდება. უპირატესობა ენიჭება ლაპაროსკოპიულ ქირურგიას. საჭიროების შემთხვევაში კი კეთედება ტრადიციული (ღია) ოპერაციები. თანამედროვე მედიცინაში ქირურგიული მანიპულაციები ნაკლები ტრავმატულობითა და მცირეინვაზიური მეთოდებით ხასიათდება.
ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი სამედიცინო ტექნიკით, სპეციალისტები კი გამოირჩევიან პროფესიონალიზმით. ინოვას ზოგადი ქირურგები გამოცდილი, ცნობილი ექიმები არიან და ფლობენ მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს.
ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტში, გარდა სტაციონარული მკურნალობისა, ოპერატიული, მცირეინვაზიური ჩარევა ხდება ამბულატორიულადაც.
ამბულატორიული ქირურგია – მედიცინის პერსპექტიული მიმართულებაა, რომელიც თავის თავში მოიცავს დაგროვილ გამოცდილებას და ახალ მეთოდოლოგიებს. ქირურგიის თანამედროვე მეთოდები საშუალებას იძლევა, ამბულატორიულ პირობებში, ერთი ვიზიტის განმავლობაში ჩატარდეს ოპერაცია და მანიპულაცია, რომელიც ადრე კლინიკაში ხანგრძლივად მოთავსებას საჭიროებდა.
ზოგად ქირურგთან კონსულტაცია აუცილებელია სხვადასხვა ტრავმის მიღებისას, ჭრილობისა და დამწვრობის დასამუშავებლად, რბილ ქსოვილში კეთილთვისებიანი სიმსივნისა და გარკვეული ტიპის წარმონაქმნების არსებობის შემთხვევაში.