
ენდოსკოპიური ქირურგია
ენდოსკოპიური ქირურგია ოპერატიული მკურნალობის ერთერთი მეთოდია, რომელიც გამოირჩევა დამზოგველი, მცირეინვაზიური მანიპულაციებით. ასეთ დროს ოპერაციული ჩარევა ხდება სხეულზე მცირე განაკვეთით, ან საყლაპავი მილისა და სწორი ნაწლავის საშუალებით.
ენდოსკოპიურია ნებისმიერი ოპერაცია, რომელიც მიმდინარეობს ვიდეოენდოსკოპიური ხელსაწყოს კონტროლით. ასეთ დროს ექიმები მინიატურული ვიდეოკამერის საშუალებით ათვალიერებენ პაციენტის შინაგან ორგანოებს და ასრულებენ მრავალ სამკურნალო მანიპულაციასა და მიკროოპერაციას:
- სანაღვლე სადინარში კენჭის არსებობის დროს ოპერაციის ერთ ეტაპად შესრულებას (სანაღვლე სადინრიდან კენჭის ამოღება და ლაპაროსკოპიული ქოლეცისტექტომია);
- სტრიქტურების მკურნალობას (ბუჟრება, დელატაცია);
- ნაწიბუროვანი ან სიმსივნური პროცესებით განვითარებული შევიწროების სტენტირებას;
- კუჭნაწლავის ტრაქტის ფისტულებისა და ოპერაციის შემდგომი გართულებების მკურნალობას (ოპერაციის შემდგომ განვითერებული ანასტომოზის უკმარისობა);
- ენდოსკოპირ გასტროსტომიას;
- მექანიკური სიყვითლისა და მწვავე პანკრეატიტის მკურნალობას (სანაღვლე გზებიდან კენჭების ექსტრაქცია, სანაღვლე გზებისა და პანკრეასის სადინრის სტენტირება, სანაღვლე სადინრების სტრიქტურების მკურნალობა).