ნევროლოგია
ცხოვრების დაძაბული რიტმი და სტრესული მდგომარეობა ნევროლოგიური პათოლოგიების ჩამოყალიბების წინაპირობაა. თანამედროვე სამყაროში ბევრი დაავადება „გაახალგაზრდავდა“. ეს კი მოითხოვს ექიმის მიერ პაციენტებისადმი ინდივიდუალურ მიდგომას და დროულ დიაგნოსტიკას.
ნევროლოთან ვიზიტი აუცილებელია, თუ გაწუხებთ: ხშირი თავის ტკივილი, გაუარესებული მხედველობა, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის ცვალებადობა, ტკივილი კისრისა და ზურგის არეში, ტრემორი, მეხსიერების გაუარესება, პანიკური შეტევები, სივრცეში ორიენტირებისა და კოორდინაციის დარღვევა და სხვა; აგრეთვე, ალცჰეიმერი და პარკინსონი, რომლებიც ასევე ნევროლოგის კომპეტენციაა. ეს არის ნერვული სისტემის დეგენერაციული დაავადებები, რომლებიც რეგულარულ სამედიცინო კონტროლსა და კვლევებს საჭიროებს.
ხშირ შემთხვევაში, იმის შესაბამისად, თუ რამდენად დროულად მიაქცევენ ყურადღებას პაციენტის ახლობლები მის მდგომარეობას, დამოკიდებულია ავადმყოფის ჯანმრთელობის ცვლილება.
ნერვული სისტემის მრავალი დაავადება პროგრესირებადია. მდგომარეობის გამოსასწორებლად და გართულებების თავიდან ასაცილებლად კი აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი და დიაგნოსტიკა. ნევროლოგი კომპლექსური მიდგომით შეძლებს შცვალოს პაციენტის ფსიქოემოციური ფონი, და შესაბამისად, გააუმჯობესოს მისი საერთო მდგომარეობა.