რევმატოლოგია

რევმატულ დაავადებათა სრული სპექტრის დიაგნოსტიკა და მკურნალობა 100-ზე მეტ დაავადებასა და სინდრომს მოიცავს, რომელთაც საფუძვლად უდევს შემაერთებელი ქსოვილის სისტემური ან ლოკალური დაზიანება, ძირითადად, სახსრების პათოლოგიის კლინიკური გამოვლენით. მათ შორისაა ისეთი გავრცელებული დაავადებები როგორიცაა:

  • ანთებითი რევმატული დაავადებები – რევმატოიდული ართრიტი, რეაქტიული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, კვანძოვანი ერითემა;
  • სახსრების დეგენერაციული დაავადებები (სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართროზები).

თუ გაწუხებთ: პერიოდული ტკივილი სახსრებში, სახსრების შესიება, კანის სიწითლე, რომელიც არ უკავშირდება გადატანილ ტრავმას, კუნთების ტკივილი, ხელისა და ფეხის თითების დეფორმაცია, გარდამავალი ტკივილი სახსრებში, სახსრებისა და ხერხემლის მოძრაობის შეზღუდვა – შესაძლოა ეს მიმდინარე ანთებითი პროცესის ან მყესების, კუნთების, სახსრების დეფორმაციის გამოვლინება იყოს.

რევმატოლოგთან დროული ვიზიტი და რევმატული დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია, რადგან ეს დაავადებები გავლენას ახდენენ არა მხოლოდ სახსრებზე, არამედ შინაგან ორგანოებზეც.