გინეკოლოგია

კლინიკა “ინოვას”  გინეკოლოგიურ დეპარტამენტის ექიმები პაციენტებს მკურნალობის სრულ სპექტრს სთავაზობენ.

ჩვენთან ტარდება ნებისმიერი პათოლოგიის ზუსტი დიაგნოსტიკა და მაღალკვალიფიციური მკურნალობა: საკმაოდ გავრცელებული გინეკოლოგიური პათოლოგიის – ენდომეტრიოზის პათოგენეზურად დასაბუთებული მკურნალობა; ასევე, გენიტალური პროლაფსის (საშვილოსნოს და საშოს კედლების დაწევა) და შარდის შეუკავებლობის ლაპაროსკოპიული და ვაგინალური მიდგომით რეკონსტრუქცია, ბადეების გამოყენებით ან მის გარეშე.

ავთვისებიანი გინეკოლოგიური დაავადებების მსოფლიო სტანდარტებით მკურნალობაში კი კლინიკა, საქართველოს მასშტაბით, ლიდერია.

„ინოვას“ გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ონკო-გინეკოლოგ ირაკლი თოდუასა და კლინიკის მულტიდისციპლინურ გუნდს მინიჭებული აქვს „გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების“ (ESGO) აკრედიტაცია და სერტიფიკატი საკვერცხის კიბოს ქირურგიულ მკურნალობაში, რომელიც ადასტურებს, რომ ჩვენი კლინიკის გუნდი, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, საუკეთესოდ უზრუნველყოფს საკვერცხის კიბოთი დაავადებული პაციენტების მართვას.