კომპიუტერული ტომოგრაფია
კომპიუტერული ტომოგრაფია სხივური დიაგნოსტიკის თანამედროვე, მაღალინფორმატიული მეთოდია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია რენტგენის სხივების გამოყენებით ორგანოთა და ქსოვილთა შრეობრივი გამოსახულების მიღება.
„ინოვა“ აღჭურვილია თანამედროვე დიაგნოსტიკის ყველა მიღწევით. კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევები კი ტარდება „TOSHIBA”-ს მრავალშრიანი კ.ტ. სკანერით, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, მაქსიმალური სიზუსტით იქნას გამოკვლეული ყველა ორგანო.
კლინიკაში ტარდება შემდეგი ორგანოების კომპიუტერული კვლევები:
- თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია
- ხერხემლის სეგმენტის კომპიუტერული ტომოგრაფია
- გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია
- მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია
- მენჯის ღრუს ორგანოების კომიუტერული ტომოგრაფია
- პარანაზალური სინუსების კომპიუტერული ტომოგრაფია
- ორბიტების, შუა ყურის კომპიუტერული ტომოგრაფია.
- სახის ძვლების კომპიუტერული ტომოგრაფია
- თავის ტვინის კტ. ანგიოგრაფია
- გულმკერდის კტ. ანგიოგრაფია
- კტ. აორტოგრაფია დინამიური კონტრასტირებით.
- პერიფერიული კტ. ანგიოგრაფია დინამიური კონტრასტირებით
- ცერებრული ანგიოგრაფია დინამიური კონტრასტირებით
- კაროტიდული ანგიოგრაფია დინამიური კონტრასტირებით
- პოლიტრავმის კომპიუტერული ტომოგრაფია
- პუნქციური ბიოფსია კტ. კონტროლით
საჭიროების შემთხვევაში კვლევა ტარდება პერორალური და ინტრავენური დინამიური კონტრასტირებით.