გასტროსკოპია

გასტროსკოპია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად ითვლება. იგი სრულებით უსაფრთხო მეთოდია, რომელიც პაციენტის სურვილის მიხედვით ტარდება როგორც ანესთეზიით, ისე მის გარეშე.

ექიმი-ენდოსკოპისტი მცირე დიამეტრის რეზინის მილზე მიმაგრებული მინი-ვიდეოკამერის საშუალებით ათვალიერებს საყლაპავს, კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავს. კვლევის პროცესში მონიტორზე დატალურად ჩანს ატროფირებული ნაწილი და ანთებითი პროცესის არეალი, წყლული, ნაწიბურები, სისხლდენის ადგილები, სიმსივნური წარმონაქმნი. პარალელურად, საჭიროების შემთხვევაში, ექიმი ატარებს დიაგნოსტიკურ და სამკურნალო მანიპულაციას. მაგალითად: კეთლთვისებიანი სიმსივნის, პოლიპის ან უცხო სხეულის ამოღებას; ბიოპსიას, ანუ მასალის აღებას სიმსივნური უჯრედების არსებობის დასადგენად.