მამოგრაფია
სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც კი სარძევე ჯირკვლის მამოგრაფია ეფექტური მეთოდია პათოლოგიების, სიმსივნეების, კისტების და სხვა ნეოპლაზმების, აგრეთვე სარძევე ჯირკვლების კიბოსწინა ცვლილებების დიაგნოსტიკისთვის.
მისი დახმარებით ქსოვილებსა და წარმონაქმნებში, განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, ექიმს შეუძლია ოდნავი პათოლოგიური ცვლილებებიც კი აღმოაჩინოს.
მამოგრაფია ხელს უწყობს სიმსივნის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას და ამით 15 %-ით ამცირებს სიკვდილიანობას.
მამოგრაფიის საშუალებით პათოლოგიის ფორმის დადგენა, მრავალი ჩივილისა და სიმპტომის მიზეზის გაგებაა შესაძლებელი. მამოგრაფიული კვლევით ხდება ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკა, როგორიცაა:
- ცხიმოვანი ნეკროზი;
- ჰიპერპლაზია;
- კისტა;
- მასტოპათია;
- ფიბროადენომა;
- რადიალური ნაწიბური;
- ინტრადუქტალური პაპილომა;
- კიბო
არაერთგვაროვანი წარმონაქმნების შემთხვევაში მამოგრაფია გადამწყვეტ როლს ასრულებს, რადგან მხოლოდ ამ მეთოდის დახმარებით ხდება შესაძლებელი უტყუარი დიაგნოზის დასმა.