კოლპოსკოპია
კოლპოსკოპია საშვილოსნოს ყელის დეტალური კვლევის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც სპეციალური ოპტიკური ინსტრუმენტის, კოლპოსკოპის საშუალებით ტარდება.
კოლპოსკოპიური კვლევის ჩატარების მიზანი ეპითელიუმის გადაგვარებული უჯრედების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა. მაშინ, როდესაც არანაირი სიმპტომი არ აწუხებს პაციენტს და არაფერი ჩანს ჩვეულებრივი გინეკოლოგიური დათვალიერებისას.
ამ კვლევის საშუალებით ვლინდება საშვილოსნოს ყელის ონკოპათოლოგია, ასევე პრესიმსივნური ან კეთილთვისებიანი, ფონური დაავადებები.
ამას გარდა, კოლოპსკოპური კვლევა ინიშნება გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობის შედეგების გასაკონტროლებლად და იმ პერიოდში, როდესაც ქალი ორსულობისთვის ემზადება.
კოლპოსკოპია სწრაფი და უმტკივნეულო პროცედურაა, რომელიც აუცილებელია ჩატარდეს წელიწადში ერთხელ, გინეკოლოგთან ვიზიტის დროს.